FIFA

ერთადერთი კანდიდატი არჩევნებში – ჯანი ინფანტინო FIFA-ს პრეზიდენტი მესამედ გახდა

DW

FIFA-ს პრეზიდენტად მესამე ვადით ჯანი ინფანტინო აირჩიეს. არჩევნები რუანდაში, ქალაქ კიგალიში, რიგით 73-ე კონგრესზე გაიმართა. ინფანტინო ფიფას ხელმძღვანელის პოსტზე 2027 წლამდე იქნება.

აღსანიშნავია, რომ ინფანტინო საპრეზიდენტო არჩევნებზე წარმოდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. 

"ვიცი, რომ ბევრს ვუყვარვარ, მაგრამ არიან ისეთებიც ვისაც ვძულვარ, მიუხედავად ამისა, მე ყველა მათგანი მიყვარს. FIFA-ს პრეზიდენტობა უდიდესი პატივია და პასუხისმგებლობაა. პირობას ვდებ, რომ გავაგრძელებ მსოფლიო ფეხბურთის სამსახურში ყოფნას". – განაცხადა ინფანტინომ.

UEFA-ს მაღალჩინოსანი ფიფას პრეზიდენტი 2016 წელს გახდა. მან კორუფციული სკანდალის შედეგად თანამდებობიდან წასული ზეპ ბლატერის შეცვალა. 2019 წელს ინფანტინო FIFA-ს პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს.

კომენტარები