FIFA

არგენტინის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონია

2022 მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური თამაში, სადაც ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ, პენალტების სერიით დასრულდა, რომელშიც არგენტინამ 4-2 მოიგო.

ორივე ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ოქროს თასი ორ-ორჯერ ჰქონდათ მოპოვებული. არგენტინამ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრების ტიტული ბოლოს 1986 წელს მოიგო, ხოლო საფრანგეთი მოქმედი ჩემპიონი იყო. 

რაც შეეხება სხვა ტიტულებს, საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი, კილიან მბაპე 2022 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. მბაპემ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე 8 გოლი გაიტანა, მას ერთი ბურთით არგენტინელი ლიონელ მესი ჩამორჩება.

რაც შეეხება არგენტინას, ნაკრების კაპიტანი, ლიონელ მესი ჩემპიონატის ოქროს ბურთის მფლობელი გახდა, ხოლო არგენტინის მეკარემ, ემილიანო მარტინესმა ოქროს ხელთათმანი მოიპოვა. 

კომენტარები