FIFA

CNN: FIFA-მ ზელენსკის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ვიდეომიმართვაზე უარი უთხრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი
REUTERS/Valentyn Ogirenko

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნა, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე მიემართა მსოფლიოსთვის, FIFA-მ უარყო. ამის შესახებ CNN-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ცნობით, ზელენსკის ოფისმა კატარის მოედანზე თამაშის დაწყებამდე ვიდეო ბმულით ჩართვა ითხოვა, რასაც FIFA-სგან უარყოფითი პასუხი მოჰყვა. 

"ჩვენ ვფიქრობდით, რომ FIFA-ს თავისი პლატფორმის გამოყენება უფრო დიდი სიკეთისთვის სურდა". - თქვა წყარომ. 

წყაროს ინფორმაციით, უკრაინასა და FIFA-ს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

კომენტარები