მიხეილ სააკაშვილი

ჩალაძე: უკვე ერთი კვირაა ყოვნდება პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტი

გიორგი ჩალაძე
მთავარი

ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, უკვე ერთი კვირაა, რაც პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტი ყოვნდება. 

"უკვე ერთი კვირაა ყოვნდება პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტი. ეს პოლონელი ექიმები ჩამოდიან არა თვითინიციატივით, არამედ ევროკავშირის 27 ქვეყნის ეგიდით, გაერთიანებული მისიით და ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ემანუელ მაკრონი აკეთებს ასეთ განცხადებებს, მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ფეხზე დგას პრეზიდენტ სააკაშვილის გაუარესებული მდგომარეობის დროს, დროულად მოხდეს პოლონელი ექიმებისთვის ყველა ბიუროკრატიული პრობლემის მოგვარება და საშუალების მიცემა, პრეზიდენტ სააკაშვილი მოინახულონ. ეს იქნება 12 პურნქტიანი რეკომენდაციის შესრულებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი".- ამბობს ჩალაძე. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად სტრასბურგში შეხვედრებს გამართავს. 

2 მარტს, პოლონურმა გამოცემა Polskie Radio-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნების დემარშზე პასუხად დათანხმდა, რომ პოლონელმ ა ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი გასინჯონ. თუმცა, მეორე დღესვე იუსტიციის სამინისტომ აღნიშნული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ  "საფუძველს მოკლებული განცხადებაა". 

EU-ს 27-მა სახელმწიფომ საერთო შეთანხმებით იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს დიპლომატიური დემარშით მიმართა, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ შეშფოთებას გამოხატავდა.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ცნობით, 27 თებერვალს ევროკავშირისა და შვედეთის ელჩებთან შეხვედრაზე, რომლებმაც მას მიხეილ სააკაშვილის შესახებ ბლოკის ყველა ქვეყნის ერთობლივი დიპლომატიური დემარში წარუდგინეს, ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა.

იქამდე, პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ პოლონეთი მზადაა, სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს. მატეუშ მორავიეცკის განცხადებითვე, "თუ საქართველოს სურს, ევროპულ მისწრაფებებზე დადებითი პასუხის იმედი ჰქონდეს, მან ასევე სერიოზულად უნდა მიიღოს ეს მიმართვა".

კომენტარები