არსებობს მდუმარე უმრავლესობა, რომელიც ორივე მხრიდან დააკომპლექსეს ჩემი სახელის ხსენებაზე, მაგრამ ძალიან სწრაფად თავისუფლდება ამ კომპლექსებისგან. მე ბევრი ვისაუბრე წარსულზე, მაგრამ მე არ გეპატიჟებით წარსულში. მე თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის და უკვე ვხედავ მომავალს, რომელშიც მე არცერთი თანამდებობა არ მინდა, მაგრამ მინდა, რომ დაფასდეს შრომა უამრავი გამოცდილი, პატრიოტი ადამიანის და მასთან ერთად განსაკუთრებული როლი უნდა მივაკუთვნოთ ახალგაზრდობას, რომლის საუკეთესო ნაწილმა დაამტკიცა, რომ მზადაა და ღირსია ქვეყნის მმართველობაში მოსვლის.
მე რომ გარეთ ვიყო და საქართველოში გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში. მე საბრძოლო ფორმაში ვარ, ძალიან დიდ მხარდაჭერას და ენერგიას ვგრძნობ ხალხისგან და მზად ვარ ხელახლა მივიღო მონაწილეობა საქართველოს უმძიმესი კრიზისიდან ამოთრევაში... ერთადერთი შანსი არის ყველა პარტიის გაერთიანება. რაზე ვკამათობთ საერთოდ?





