ჰოლოდომორი

ბელგიამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ბელგიის პარლამენტმა 1932-1933 წლებში მომხდარი ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელგიის პარლამენტს მადლობა საჯაროდ გადაუხადა.

"ისტორიული კენჭისყრა ბელგიის წარმომადგენელთა პალატაში: კიდევ ერთმა სახელმწიფომ აღიარა 1932-1933 წლის ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად! მადლობას ვუხდი ბელგიას ყველა უკრაინელისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვისა და ამ ღრმად სიმბოლური ნაბიჯისთვის!". – წერს ზელენსკი.

ჰოლოდომორი უკვე 20-ზე მეტ ქვეყანას აქვს აღიარებული უკრაინელი ხალხის გენოციდად.

რა იყო ჰოლოდომორი?

ჰოლოდომორი უხეშად ითარგმნება როგორც შიმშილით სიკვდილი, რომელმაც 1932-33 წლებში უკრაინაში დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

1932 წლის ნოემბერში საბჭოთა ლიდერმა სტალინმა გაგზავნა პოლიცია, რათა ამოეღო მარცვლეული და პირუტყვი ახლად კოლექტივირებული უკრაინული ფერმებიდან, მათ შორის თესლი, რომელიც საჭირო იყო შემდეგი მოსავლისთვის. შედეგად, მილიონობით ადამიანი დაიღუპა.

2006 წელს უკრაინის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად შეაფასა.

რუსეთი კატეგორიულად უარყოფს გენოციდს და ამბობს, რომ 1930-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში დიდი შიმშილის მსხვერპლნი იყვნენ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ რუსები, ყაზახები, გერმანელები და სხვები.

კომენტარები