საქართველო-რუსეთი

რუსეთი მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციას აძლევს

Reuters

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციას აძლევს.

"რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციას გასცემს. თუ თქვენ უკვე საქართველოში იმყოფებით, რეკომენდაციას ვიძლევით მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, თბილისისა და ბათუმის ისტორიულ, ცენტრალურ უბნებში". - წერია განცხადებაში.


7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.  

კომენტარები