რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელარუსი მაჩულიშჩის აეროდრომზე აფეთქებასა და რუსული თვითმფრინავის დაზიანებას უარყოფს

რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი А-50 მაჩულიშჩის აეროდრომზე
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო

ბელარუსში უარყოფენ, რომ გასულ დღეებში მაჩულიშჩის აეროდრომზე აფეთქებები მოხდა და რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი  А-50 დაზიანდა.

სამთავრობო არხმა ბელარუს-1-მა და ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელეს კადრები, რომლებშიც, მათი თქმით, მაჩულიშჩის აეროდრომზე მყოფი შორ მანძილზე რადიოლოკაციური აღმოჩენის უნარის მქონე თვითმფრინავი А-50 გამართული და დაუზიანებელი ჩანს.

26 თებერვალს ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ცნობა, რომ მაჩულიშჩის აეროდრომზე აფეთქებები ისმოდა და მძიმედ იყო დაზიანებული რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი. დადასტურების შემთხვევაში, ეს რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში ბელარუსის სამხედრო ბაზაზე მიტანილი პირველი იერიში იქნებოდა.

კომენტარები