პუტინის რუსეთი

ვლადიმირ პუტინმა სტივენ სიგალი მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა

RBK

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვალდიმირ პუტინმა, მისი რეჟიმის გულმოდგინე დამცველი და ქომაგი, მსახიობი სტივენ სიგალი მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა.

"ბატონ სტივენ სიგალს ჯილდო საერთაშორისო ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების განვითარებისთვის მიენიჭა". – წერია ორდენის თანმხლებ დოკუმენტში.

სტივენ სიგალმა რუსეთის მოქალაქეობა 2016 წელს მიიღო. მოგვიანებით გახდა ამერიკა-რუსეთის ჰუმანიტარული კავშირების საკითხში რუსეთის ფედერაციის საგარეო სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი. 2021 წელს ის პარტია Справедливая Россия - Патриоты - За правду-ს რიგებში გაწევრიანდა.

ომის დაწყების შემდეგ სიგალმა ღიად მხარი დაუჭირა რუსეთს და ქვეყნის მთავარ პროპაგანდისტთან, ვლადიმირ სოლოვიოვთან გადაცემაში განაცხადა, რომ რუსია. ასევე ომის დაწყების წელს დაბადების დღე მოსკოვში, სოლოვიოვისა და მარგარიტა სიმონიანის გარემოცვაში გადაიხადა

2022 წლის 10 აგვისტოს სიგალი დონეცკში ჩავიდა, მსახიობმა ოლინოვკის დაბომბილი კოლონია დაათვალიერა და განაცხადა, რომ "კიევის რეჟიმის დანაშაულებებს" პირადად გაეცნო.

კომენტარები