ივანიშვილის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითც სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები მცირდება. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა.
ცვლილებების თანახმად:
- 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის, ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;
- 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 40 კმ/სთ-ზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება 100 ლარის ოდენობით ჯარიმა;
- 40 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;
- ხოლო, 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება მაღალი სანქცია, 300 ლარის ოდენობით.
ცვლილებები ასევე ეხება მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ 100-ქულიან სისტემასაც:
- 15-დან 30 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, მძღოლს ჩამოაკლდება 10 ქულა;
- 30-დან 50 კმ/სთ-მდე გადაჭარბების შემთხვევაში, მძღოლს ნაცვლად 20 ქულისა ჩამოაკლდება 10 ქულა;
- 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის ადაჭარბების შემთხვევაში, მძღოლს ჩამოაკლდება 20 ქულა.
ცნობისთვის, ჯარიმები, რომელიც ახლა შეამცირეს, ქართული ოცნების პარლამენტმა 1 მაისიდან გაზარდა.





