პუტინის რუსეთი

სტივენ სიგალმა დაბადების დღე მოსკოვში, სოლოვიოვისა და სიმონიანის გარემოცვაში აღნიშნა

Befunky

სტივენ სიგალმა 70 წლის იუბილე მოსკოვში, რესტორან Марио-ში აღნიშნა. ამერიკელი მსახიობის დაბადების დღეს კრემლის პროპაგანდისტები ვლადიმირ სოლოვიოვი და მარგარიტა სიმონიანი დაესწრნენ.

სოლოვიოვმა საღამოს წამყვანისა და მსახიობის თარჯიმნის როლი მოირგო.

"ჩემთვის დიდი პატივია თქვენი აქ ხილვა. თქვენ ხართ ჩემი ოჯახი და მეგობრები, მიყვარხართ. ამ რთულ დროს ჩვენ ერთად ვართ". – ამ სიტყვებით მიმართა იუბილარმა შეკრებილ საზოგადოებას.

სოლოვიოვისა და სიმონიანის გარდა რესტორანს ეწვიენ მსახიობი ალექსეი ჩადოვი, პროდიუსერი ვიქტორ დრობიში და სიმონიანის ქმარი, რეჟისორი ტიგრან კეოსაიანი. საღამო მუსიკალურად მომღერალმა ანატოლი ცოიმ გააფორმა, რამდენიმე სიმღერა თავად იუბილარმაც შეასრულა.

ჰოლივუდელმა მსახიობმა რუსეთის მოქალაქეობა 2016 წელს მიიღო. 2021 წელს ის პარტია Справедливая Россия - Патриоты - За правду-ს წევრი გახდა. 

უკრაინაში საოკუპაციო რუსული ჯარის შესვლა მსახიობს არ გაუკრიტიკებია. სიგალის თქმით რუსეთი და უკრაინა ერთი ოჯახია.

კომენტარები