პუტინის რუსეთი

უცხოეთში მყოფ რუსებს "მთავრობის შეურაცხყოფისთვის" ქონების დაყადაღების საფრთხე შეექმნებათ

ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს სახელმწიფოს "ინტერესების საწინააღმდეგო სამართალდარღვევებისთვის" ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფრთხის წინაშე აყენებს.

სამართალდარღვევები მოიცავს სახელმწიფოს მეთაურის ან მთავრობის მაღალჩინოსნების შეურაცხყოფას, არმიის "დისკრედიტაციას", სანქციებისკენ მოწოდებასა და ნაცისტურ გერმანიასთან საბჭოთა კავშირის საჯაროდ შედარებას.

კანონის ფარგლებში ხელისუფლებას რუსეთის იმ მოქალაქეების ქონებისა და საბანკო ანგარიშების ჩამორთმევა შეეძლება, რომლებმაც ქვეყანა "სიფრთხილის ზომის" სახით დატოვეს, მათი აქტივები კი გაყინული იქნება მანამ, სანამ ისინი ჯარიმას არ გადაიხდიან. ამასთან, რუსული ოპოზიციური მედია Meduza წერს, რომ ჩამორთმეული საკუთრების ღირებულება შესაძლოა, ჯარიმის პროპორციული არ იყოს. 

გამოცემა ასევე წერს, რომ რეალურად სასამართლოები წარსულში უკვე აჯარიმებდნენ ქვეყნის საზღვრების მიღმა მყოფ პირებს, ხოლო კანონზე ხელმოწერით, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან შევა, უკვე არსებული პრაქტიკის ფორმალიზება ხდება. თუმცა, Meduza ამატებს, რომ აქამდე სიფრთხილის ზომებში საკუთრების ჩამორთმევა გათვალისწინებული არ ყოფილა.

კომენტარები