მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე: არ მინდა, ამ ქვეყანაში ე.წ. ლინჩის წესი მოქმედებდეს

განსაკუთრებით, რაც ის [მიხეილ სააკაშვილი] კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს, ყოველ შესვლაზე მხვდება ნაკლები და ნაკლები ადამიანი [...] განსაკუთებით, ბოლოს, სინოდის სხდომის დღეს [14 თებერვალი] რომ ვიყავი შესული - მე ეს ადამიანი ასეთი არ მინახავს [...] მე ვფიქრობ, რომ ეს სწორი დამოკიდებულება არ არის. იმიტომ, რომ ნებისმიერი დამნაშავე აუცილებლად უნდა გასამართლდეს. ზოგადად, ჩემო მოქალაქეობრივი დამოკიდებულება ასეთია. ასევე, მე ვფიქრობ, რომ არ მინდა, ამ ქვეყანაში ე.წ. ლინჩის წესი მოქმედებდეს [...] გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის გამეტებული. თუ ასე გაგრძელდა, ის აუცილებლად მოკვდება.

ამბობს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.

კომენტარები