მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ 33 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33 000-ს აჭარბებს. სამაშველო ოპერაციები გრძელდება - მოსალოდნელია, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს.

რეგიონში მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ რჩება და მაშველები უფრო მეტ ყურადღებას მათ აქცევენ, ვისაც სურსათი და თავშესაფარი ესაჭიროება. 

გაეროს ჰუმანიტარულმა ხელმძღვანელმა თქვა, რომ სირიაში მეამბოხეების მიერ კონტროლირებად რაიონებში მხოლოდ ორი დახმარე ჯგუფი მივიდა. მან მოუწოდა, სასწრაფოდ შეწყვიტონ ცეცხლი, რათა უფრო მეტი ადამიანის დახმარება შეძლონ. 

სირიაში უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ვინაიდან სათანადო დახმარებას ვერ იღებენ. გაეროს კოორდინატორმა საგანგებო ვითარებებში, მარტინ გრიფიტსმა Twitter-ზე დაწერა, რომ სირიელების წუხილი სამართლიანია და რომ გაერო სირიას მეტად უნდა დაეხმაროს.

"დღეს თურქეთი-სირიის საზღვარზე ვიყავი. ჩვენ ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ხალხი დახმარების გარეშე დავტოვეთ. ისინი სამართლიანად გრძნობენ თავს მიტოვებულად." - წერს გრიფიტსი.

 

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, "არ იყო შემდგომი ბიძგები". 1939 წლის შემდეგ ეს თურქეთში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა იყო.

კომენტარები