მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

თურქეთში მშენებლობის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის ბრალდებით 12 ადამიანი დააკავეს

სირიის ქალაქ ჯაბლაში მაშველები ნანგრევებიდან ხალხის გამოყვანას ცდილობენ.
AFP VIA GETTY IMAGES

თურქეთში შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევების საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა დიდი ნაწილი კონტრაქტორია.

ადგილობრივი პრესის ცნობით, ამავე ბრალდებით, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში მეტ ადამიანს დააკავებენ. დიარბაქირის პროკურატურის თქმით, მხოლოდ ამ რეგიონში დღეს 29 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა. ადანას პროვინციაში კი 62 ადამიანის დაკავების ორდერი გამოწერეს.

გარდა ამისა, თურქეთის პოლიციამ 8 პროვინციაში მიწისძვრის შემდეგ მაროდიორობისა და ქურდობის ბრალდებით 48 ადამიანი დააკავა.

ამასთან, თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ დაზარალებული პროვინციების პროკურატურებს სპეციალური "მიწისძვრასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების ოფისების" შექმნა დაავალა.

7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, თურქეთში დაახლოებით 6 000-მდე შენობა დაინგრა, მათ შორის, რამდენიმე ახალი სტანდარტებით იყო აშენებული.

კომენტარები