საპარლამენტო ბოიკოტი

ელისაშვილი: ზოგს მუშაობა ეზარება და ბოიკოტს ეძახის – ხელფასს იღებ, არ დადიხარ

მეორე საკითხი, რაზეც მინდოდა, მესაუბრა და ყველასთვის მომეწოდებინა, როგორც ქართული ოცნებისთვის, ასევე, ოპოზიციისთვის, მაგრამ ოპოზიციის ნაწილი კვლავ სეზონურ ბოიკოტშია, გაუგონარ და ჩემთვის აუხსნელ ძალისხმევას მიმართვას ხოლმე, რავიცი, მე რომ კაცმა მკითხოს, მუშაობა ეზარება ზოგ-ზოგიერთს და ბოიკოტს ეძახის ამას, ხელფასს იღებ, არ დადიხარ, გადასარევი სამსახურია ამ მხრივ პარლამენტი და არქმევ ბოიკოტს და მიდი-მოდიხარ, იყავი სახლში, ტელევიზორს უყურე იქიდან. 

მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პარლამენტის პლენარულ სესიაზე. მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სასჯელი არ გადაუვადა, ენმ-მ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს საპარლამენტო საქმიანობა. პარტიაში ამბობენ, რომ მანდატების დატოვებაზე კონსულტაციებს აგრძელებენ.

კომენტარები