საპარლამენტო ბოიკოტი

სამადაშვილი ენმ-ზე: საპარლამენტო ბოიკოტს არანაირი შედეგი არ ექნება

პარლამენტის მუშაობისთვის ბოიკოტის გამოცხადება უბრალოდ არანაირი შედეგის მომტანი არ არის. ჩემთვის ცოტა უცნაურია, რომ როგორც ჩანს, ნაციონალურ მოძრაობაშიც ამ საკითხზე სხვადასხვა დღეს სხვადასხვა გადაწყვეტილებას იღებენ. იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინ ენმ-ის თავმჯდომარე იმუქრებოდა, რომ პარლამენტიდან არ გავლენ, თუ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და გადაყვანა არ მოხდა. ახლა კი, როდესაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა, საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმას ადასტურებს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენის თვალსაზრისით, ამ ბოიკოტს არანაირი შედეგი არ ექნება. ამავე დროს, უამრავი გამოწვევა და პრობლემაა, რომელზე საუბარიც, ჩვენი აზრით, მათ შორის, პარლამენტშია საჭირო. 

თქვა პარტია ლელოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა. მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სასჯელი არ გადაუვადა, ენმ-მ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს საპარლამენტო საქმიანობა. პარტიაში ამბობენ, რომ მანდატების დატოვებაზე კონსულტაციებს აგრძელებენ.

კომენტარები