ბიძინა ივანიშვილის საქმე

მათიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ, მისი დაშანტაჟება შეუძლებელია

ნებისმიერი დოკუმენტი ფარატინა ქაღალდია, რომელშიც საქართველოს შესახებ ცრუ ინფორმაციაა მითითებული. სადაც მეცენატი [ბიძინა ივანიშვილი] ოლიგარქად არის გამოყვანილი, დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი კი დემოკრატიისთვის მებრძოლ შუქურად. ასე რომ, ასეთი დოკუმენტები საქართველოსთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ, მისი დაშანტაჟება შეუძლებელია. შანტაჟის ნებისმიერი მცდელობა ფიასკოსთვის არის განწირული [...] შვეიცარიული ბანკი საკუთარი რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ისეთ დავალებებს ასრულებს და ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც არც საბანკო სისტემის რეპუტაციას შეესაბამება და საქმიან ურთიერთობაში არც ასეთი ქცევაა მიღებული. ამავდროულად, აშკარაა, რომ კონკრეტულ პიროვნებაზე ზეწოლა და შანტაჟი ხდება იმისთვის, რომ მან რაღაც კონკრეტული, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელსაც ის არ დგამს. ეს ის მოცემულობაა, რომელზეც ადვოკატებმა კვლავაც ისაუბრეს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა. ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლების მიერ საერთაშორისო პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,  ივანიშვილი Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს. მისი თქმით, ბანკი ქმნიდა მოლაპარაკებების ილუზიას და ბანკის წარმომადგენლები მასზე პოლიტიკურ ზეწოლას განაგრძობდნენ.

კომენტარები