ბიძინა ივანიშვილის საქმე

კობახიძე: მასშტაბური ცენზურა ევროპულ მედიაზე, შემაშფოთებელია და ჩვენზეც აისახება

გახსოვთ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების ცნობილი წერილი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ხორციელდება მასშტაბური ცენზურა მედიასაშუალებებზე. საუბარი იმაზე კი არ არის, რომ არ იბეჭდება ადვოკატების მიერ გაგზავნილი სტატიები, ბევრი რამე იბეჭდება და უამრავი რამ დაიბეჭდა, მაგრამ როცა საქმე ეხებოდა ბანკს, მარტივად მიდიოდა ყველა სტატია, როგორც კი აქცენტი გადადიოდა მენეჯმენტზე, მაშინვე ცდილობდნენ სიტყვა მენეჯმენტის ამოგდებას, ან საერთოდ ბლოკავდნენ ასეთ სტატიებს. დაახლოებით იგივე გვახსოვს 2020 წელს, ჩვენც გვქონდა გაფორმებული კონტრაქტი ერთ-ერთ გავლენიან კომპანიასთან და როდესაც ვცდილობდი, რომ სტატიები დაგვებეჭდა იმაზე, რომ პრემიერი კარგად მართავს კოვიდს, ეს სტატიები მარტივად მიდიოდა, მაგრამ როგორც კი ფაქტებზე დაფუძნებული სტატიები მიდიოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ეკონომიკური პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას, რამდენად წარმატებულია ეს ეკონომიკური პოლიტიკა და ა.შ. მაშინვე იბლოკებოდა შესაბამისი სტატიები. ანუ, ეს მასშტაბური ცენზურა, რაც ხორციელდება ევროპულ მედიასაშუალებებზე, არის შემაშფოთებელი და ეს ჩვენზეც ჰპოვებს ასახვას. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

კომენტარები