რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომის გაგრძელება ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების მიზნით აბსურდულია - პესკოვი

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარება და ომის გაგრძელების პროვოცირება, ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების მიზნით, აბსურდულია. 

„[..] ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვისმენთ უამრავი პოლიტიკოსის, ექსპერტის, სამხედროს აზრს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ომის გაგრძელებით შესაძლებელია კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს არის აბსურდული რწმენა, ამგვარ აზროვნებას ჩიხში შეყავხარ, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით“.

კრემლის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ ერთი წლის წინ დასავლეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან მოიხმო, რათა განეხილათ რუსეთის შეშფოთება დასავლეთის რუსეთის ტერიტორიებისკენ ექსპანსია. ამასთან, პესკოვის თქმით, პუტინმა თავიდავნე გააფრთხილა დასავლეთი, რომ მათ ამგვარ კურსს შედეგები აუცილებლად მოჰყვებოდა.

კომენტარები