რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: აშშ უკრაინისთვის $2.5 მილიარდი ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს 

CNN-ი ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის მომზადებას ასრულებს. დახმარების პაკეტი მოიცავს $2.5 მილიარდი ღირებულების შეიარაღებას, მათ შორის, პირველად გაიგზავნება Stryker-ის ტიპის საბრძოლო მანქანა. 

მედიის ცნობით, ახალი სამხედრო დახმარება ერთ-ერთი ყველაზე დიდი პაკეტია, რომელსაც უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მიიღებს. გარდა აღნიშნულისა, პაკეტი შეიცავს Bradley-ს ტიპის საბრძოლო მანქანებს, ნაღმმედეგ ტექნიკას. 

გარდა ამისა, კითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ უკრაინისთვის კიდევ ერთი პაკეტის შესახებ ინფორმაციას გავრცელებას, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა თქვა: "ორი სიტყვა: თვალყური ადევნეთ".

წყაროებზე დაყრდნობით, CNN-ი წერს, რომ მოსალოდნელია აშშ-მ უკრაინას საარტილერიო სისტემებისა და HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის მეტი საბრძოლო მასალა გაუგზავნოს.

კომენტარები