არჩევნები ენმ-ში

ზარქუა ენმ-ზე: უნდა გაიმარჯვოს სიმართლემ, კომპეტენციამ და დნმ-ის კოდმა

ნაციონალური მოძრაობის ყველა ლიდერს, ვინც პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობს, მოვუწოდებ, რომ სამართლიანი არჩევნების უფლება დაიცვან. არჩევნები კონკურენტულ გარემოში უნდა ჩატარდეს [...] ემანდ ჩემი ხაბე არ დაიჩაგროს. უნდა გაიმარჯვოს სიმართლემ, კომპეტენციამ, დეენემის კოდმა და ასე რომ, მე წარმატებას ვუსურვებ.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა. ენმ-ს თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ მას ნაციონალური მოძრაობის დნმ აქვს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი.

კომენტარები