არჩევნები ენმ-ში

ცისკარიშვილი მელიაზე: არავის არ გაუღვიძია და დილას ავტოფარეხში მანქანა თავისით არ გაჩენილა

დილას ვიღაცამ გაიღვიძა და ავტოფარეხში მანქანა რომ დახვდა, ამ ზღაპრებზე, ტყუილებზე, ჭორებზე საერთოდ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. არავის არ გაუღვიძია და დილას ავტოფარეხში მანქანა თავისით არ გაჩენილა. თვითონვე გასცა პასუხი - დაბრუნება უნდოდა და უთხრეს, კარგად იყავით შენც და შენი მანქანაცო.  

ზურა მელიქიშვილი არის მისი შტაბის, გუნდის წარმომადგენელი, შეეკითხეთ და მოგიყვებათ ყველაფერს დეტალურად. მე არ ვაპირებ ჭორაობას. არ მოგიყვებით, არ ვაპირებ. არის ტყუილი, ავტოფარეხში არ მდგარა და დანარჩენ სიღრმეებში ჭორაობას არ ვაპირებ. 

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი. 22 იანვარს ენმ-ს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა მანქანა აჩუქა. "დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადრო/თ?" - მიმართა მელიამ კეზერაშვილს და განმარტა, რომ კეზერაშვილმა მეორადი მანქანა თავად გამოგზავნა. მელიას თქმით, მას შემდეგ, რაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა პარტიაში მიმდინარე პროცესებში ჩარევა სცადა, მანქანის უკან დაბრუნება სურდა, თუმცა ის არ ჩაიბარეს და დღემდე ენმ-ს ავტოფარეხში დგას. 

კომენტარები