რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: გერასიმოვის მეთაურად დანიშვნა აღიარებაა, რომ სტრატეგიულ მიზნებს ვერ აღწევენ

ვლაერი გერასიმოვი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე.
კრემლი

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურის, ვალერი გერასიმოვის უკრაინაში მოქმედი საოკუპაციო ძალების მეთაურად დანიშვნა მიუთითებს რუსეთისთვის სიტუაციის გამწვავებაზე და მათი მხრიდან ეს არის აღიარება, რომ კამპანია მიზნებს ვერ აღწევს.

ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხრიდან ომის მართვის მიდგომაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

"გენერალური შტაბის მეთაურის ხელმძღვანელად დანიშვნა მიუთითებს იმ სიტუაციის მზარდ სერიოზულობაზე, რომლის წინაშეც რუსეთია და არის ცხადი აღიარება, რომ კამპანია რუსეთის სტრატეგიულ მიზნებს ვერ აკმაყოფილებს". – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

ამას გარდა, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ გერასიმოვის ამ თანამდებობაზე დანიშვნას უარყოფითად შეხვდება რუსი ულტრანაციონალისტებისა და სამხედრო ბლოგერების საზოგადოება, რომელიც გენშტაბის მეთაურს ომის ცუდად წარმართვის გამო აკრიტიკებდა. საპირისპიროდ, იგივე ხალხი, "რეალისტური მიდგომის" გამო, უფრო მეტად აფასებდა საოკუპაციო ძალების ყოფილ მეთაურს, სერგეი სუროვიკინს, რომელიც ახლა გერასიმოვის მოადგილე იქნება. ბრიტანეთის დაზვერვა ხაზს უსვამს, რომ მისი, როგორც მოადგილის, ძალაუფლება და გავლენა შემცირებული იქნება.

გერასიმოვი ან კრეტინია, ან მტრის აგენტი – რუსი ულტრანაციონალისტები სამხედრო მეთაურებს კვლავ აკრიტიკებენ

კომენტარები