რუსი ულტრანაციონალისტები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების კრიტიკას განაგრძობენ და მათი ქმედებებით კვლავ უკმაყოფილო არიან.
რუსი პროპაგანდისტი, ე.წ. ნოვოროსიის იდეოლოგი, ულტრანაციონალისტი და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილი იგორ გირკინი (სტრელკოვი) ამჯერად რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს აკრიტიკებს. გირკინის აზრით, გერასიმოვი უნდა ჩაანაცვლონ და მეტიც, უნდა გაასამართლონ.
"ავიღოთ გენერალური შტაბის მეთაური (ვალერი გერასიმოვი). ჩემი სამუშაო ვერსიაა, რომ ის კრეტინია. შესაძლოა ვინმეს ვერსია იყოს, რომ ის მტრის აგენტია. რა მნიშვნელობა აქვს? საჭიროა მისი შეცვლა. ნამვილად საჭიროა მისი შეცვლა და გასამართლება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამგვარად დაგეგმისთვის. სამხედრო ტრიბუნალმა უნდა გაასამართლოს, რომ სპეციალურმა სამხედრო საგამოძიებო კომისიამ დაადგინოს, ასე "შესანიშნავად" როგორ დაგეგმეს ოპერაცია, რომლის ჩატარების პირველივე თვეშიც გაგვტეხეს. დეესკალაციაზე ვსაუბრობ. ომის მეათე თვეში ჩვენ, უზარმაზარმა სამხედრო სახელმწიფომ როგორ ვერ შევძელით არა მხოლოდ მტრის დამარცხება, არამედ უკანაც ვიხევთ. უკვე საგამოძიებო კომიტეტმა უნდა დაადგინოს, უბრალოდ კრეტინია, თუ მტერი. თუ კრეტინია, უნდა ნახონ ვინ "ჭიმავდა თოკებს", იქნებ მტრები იქ სხედან". – თქვა გირკინმა.
ვინაა გირკინი, ვისაც ჰააგამ MH17-ის რეისის ჩამოგდებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
ამას გარდა, გირკინის თქმით რუსეთში სხვადასხვა ჯგუფებს შორის უკვე დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ რა იქნება პუტინის შემდეგ. მისი აზრით, დაწყებულია ძალაუფლებისთვის დაპირისპირება. მისივე თქმით, რუსი ოლიგარქი და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ღიად დაუპირისპირდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს.
"პრიგოჟინი, ფაქტობრივად, ღიად გამოვიდა შოიგუს წინააღმდეგ, რადგან გერასიმოვზე თავდასხმა, ფაქტობრივად, შოიგუზე თავდასხმაა". – თქვა გირკინმა.
გირკინის თქმით, რუსეთში დაწყებულია ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ერთმანეთს უკვე დაუპირისპირდნენ შოიგუსა და პრიგოჟინის ჯგუფები.
"ნებისმეირ შემთხვევაში, გამოდის, რომ ჯგუფი, რომელშიცაა პრიგოჟინი, უწინააღმდეგება ჯგუფს, რომელსაც მეთაურობს, ან რომელშიცაა, შოიგუ. მათ უკვე დაიწყეს ბრძოლა... საუბარია რა იქნება პუტინის შემდეგ. როდის იქნება ეს, ერთ წელში თუ ორში, ცნობილი არაა, მაგრამ, ფაქტობრივად, პუტინის გარშემო მყოფ ჯგუფებს შორის ბრძოლა პოლიტიკური ოლიმპოსთვის უკვე დაიწყო". – ამბობს გირკინი.
პრიგოჟინმა გასულ დღეებში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ვაგენერელბი გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, რომ მათ ბახმუტის ასაღებად არ ჰყოფნით საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა.





