საქართველო-უკრაინა

იონათამიშვილი: ბუკი საქართველომ შეიძინა უკრაინისგან, დასამადლებელი არაფერი გვჭირს

რუსეთის მიერ წარმოებულ ამ ომში საქართველო უკრაინას შეიარაღებულ დახმარებას არ აღმოუჩენს. ეს იქნებოდა პირდაპირი საფრთხე მეორე ფრონტის გახსნის და დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო ახორციელებს ყველანაირ ჰუმანიტარულ დახმარებას. 

ბუკი საქართველომ შეიძინა უკრაინისგან, ამაში ფულია გადახდილი და, ცხადია, ჩვენ არავისგან არაფერი დასამადლებელი არ გვჭირს.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი იმედთან ინტერვიუში. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ბუკის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემების დაბრუნება სთხოვა, რომელიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა.

კომენტარები