საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ბუკის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემების დაბრუნება სთხოვა, რომელიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. ამის შესახებ კასიანოვი Європейська правда-სთვის დაწერილ სტატიაში საუბრობს.
კასიანოვი წერს, რომ უკრაინის თხოვნა ასევე მოიცავდა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გადაცემულ ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების გადაცემსაც. დიპლომატი წერს, რომ ეს უკანასკნელი შეთანხმებული იყო არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ არსებობდა წინადადებაც კი, რომ ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინათ.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარებაზე, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის შიდა პოლიტიკურ დავებში გამოყენებას და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას რუსეთთან ომში საქართველოს ჩაბმის მცდელობის შესახებ". – წერს კასიანოვი.
კასიანოვი სტატიაში ასევე საუბრობს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზეც და საქართველოს ხელისუფლებას დაჟინებით სთხოვს, "გამოავლინოს მოწყალება" და გადაიყვანოს ევროპის ან აშშ-ს კლინიკაში სამკურნალოდ.





