საქართველო-უკრაინა

ვოლსკი: კასიანოვი თავის მოქმედებებში არაადეკვატურია

მე ვფიქრობ, რომ კასიანოვი თავადაც არაადეკვატურია თავის მოქმედებებში. მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში და, საერთოდ [იმაში], რასაც იგი დახმარებას ეძახის. 

[...] არა მარტი იარაღის გადაცემაზე, არამედ მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე იყო მოთხოვნა. თვითმფრინავების კი გამოაგზავნეს, ჩარტერული რეისები უკრაინიდან და ამას არ დავთანხმდით, ვინაიდან ეს ომში ჩართვის [ტოლფასი] იქნებოდა. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ბუკის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემების დაბრუნება სთხოვა, რომელიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა.

კომენტარები