მერლინ მენსონის საქმე

ფედერალურმა სასამართლომ მერლინ მენსონის სექსუალური ძალადობის საქმე წარმოებაში არ მიიღო

Billboard

ფედერალურმა სასამართლომ მერლინ მენსონის წინააღმდეგ აღძრული სექსუალური ძალადობის საქმე წარმოებაში არ მიიღო. 

ცნობილ მომღერალს ეშლი მორგან სმიტლაინი უჩიოდა. ქალის თქმით მენსონმა 2010-დან 2013 წლამდე პერიოდში ის რამდენჯერმე გააუპატიურა. 

მენსონის ადვოკატების თქმით საჩივარი თავად სმიტლაინმა გაიტანა, შესაბამისად მოსამართლეს საქმის შეჩერება მოუწია.

"მადლობას ვუხდით ეშლი სმიტლაინს, იმისთვის, რომ საჩივარი გაიტანა. მის სმიტლაინმა უარი თქვა მიეღო მონაწილეობა იმ ტყუილში, რომელიც ჩვენი კლიენტის წინააღმდეგ სხვებმა წამოიწყეს". – ამბობს მუსიკოსის დამცველი.

2021 წელს ცნობილი როკ მუსიკოსი ათობით ადამიანმა ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში, გაუპატიურებაში, თავდასხმაში, ასევე იარაღით მუქარაში დაადანაშაულა. წლის დასაწყისში, პირველი ბრალმდებელი მომღერლის ყოფილი მეგობარი ქალი, Westworld-ის მსახიობი ევან რეიჩელ ვუდი გახდა.

ვუდის შემდეგ მომღერალი სოციალურ ქსელში კიდევ სამმა ქალმა ამხილა. მოგვიანებით მენსონი სხვადასხვა ტიპის ძალადობაში თითქმის ოცმა ადამიანმა დაადანაშაულა. მათ შორის იყვნენ პორნომსახიობი ჯენა ჯეიმსონი, GOT-ის მსახიობი ესმე ბიანკო, მომღერალი ელი როუსელი, გიტარისტი უეს ბორლანდი. სტილისტ ლავ ბეილის თქმით, 2011 წელს, მუსიკოსმა იარაღი შუბლზე მიადო და ჰომოფობიური მოტივით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებებიდან მალევე მენსონი ორი კინოპროექტიდან მოხსნეს. მოგვიანებით მასთან კონტრაქტი ჰოლივუდის სააგენტომ და ხმის ჩამწერმა სტუდიამ გაწყვიტა.

თავად მენსონი ვუდის ბრალდებას მეორე დღეს გამოეხმაურა და "რეალობის საშინელი დამახინჯება" უწოდა

ლოს-ანჯელესის პოლიციამ მერლინ მენსონის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად 22 თებერვალს დაიწყო

მენსონის წინააღმდეგ წამოწყებული ერთ-ერთი სასამართლო პროცესი 2021 წლის 21 სექტემბერს, ხანდაზმულობის გამო შეჩერდა.

კომენტარები