არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე ფორმით დასანქცირებული აღმოჩნდეს. ვინაიდან, ეს ადამიანი ქართულ პოლიტიკას სრულად ჩამოცილებულია და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ის ქართულ პოლიტიკაში რაიმე ფორმით ჩართულია [...] ეს არის უბრალოდ იმისკენ მიმართული პროპაგანდა, რომ საზოგადოებაში აღქმები გააჩინონ, თითქოს, ქართული ოცნება რაიმე ფორმით რუსეთთან გარიგებულია და რუსულ პოლიტიკას ატარებს. მაშინ, როდესაც ყველაფერი საპირისპიროდ ხდება და სამწუხაროდ, რიგი ოპოზიციური პარტიების რიგებში პირდაპირ ვხედავთ რუსული პოლიტიკის გატარებას.
tbl.ge/66yv
დაკოპირდა

ასე პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ამილახვარი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის განცხადებას. კრამერმა თქვა, რომ სანქციების გარეშე საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის და უნდა დაწესდეს კონკრეტული, მიზანმიმართული და ინდივიდუალური სანქციები, რომელიც არ იქნება მიმართული ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
ქართული ოცნებაგიორგი ამილახვარიბიძინა ივანიშვილისანქციები ბიძინა ივანიშვილსსანქციები ივანიშვილის წინააღმდეგდევიდ კრამერი
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




