სანქციები

კრამერი: სანქციების გარეშე საქართველო აშკარად არასწორი მიმართულებით მიდის

ჩემთვის ძალიან დიდი გულისტკივილია, როცა ვამბობ, რომ საქართველოს შემთხვევაში უნდა დავაწესოთ კონკრეტული, მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციები, რომლებიც არ არის მიმართული ქვეყნის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არამედ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამჟამინდელ სირთულეებზე. მე მგონი, ეს რიტორიკა და ქცევა გაგრძელდება მანამ, სანამ არ შემოვიღებთ სანქციებს და შეწყდება მხოლოდ და მხოლოდ სერიოზული სანქციების დაწესების შემდეგ.

[...] ამჟამად სანქციების გარეშე ქვეყანა აშკარად მიდის არასწორი მიმართულებით. მიზანმიმართული სანქციებით მე ვფიქრობ, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მოხდეს დემონსტრირება, რომ აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი სასჯელი, შესაბამისი საფასური ქართული მთავრობის მიერ ამჟამინდელი ქცევის გაგრძელებას.

ამბობს ფორმულასთან ინტერვიუში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი. [ფორმულას თარგმანი].

კომენტარები