რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკის განკარგულებით, ხერსონის ოლქში 4 სამხედრო ადმინისტრაცია შეიქმნება

ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Presidential Press Service/Handout via REUTERS

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხელი მოაწერა განკარგულებას ხერსონის ოლქში 4 სამხედრო ადმინისტრაციის შექმნის შესახებ. ბრძანება №760/2022 პრეზიდენტის გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. 

განკარგულებაში აღნიშნულია ხერსონის ოლქის დასახლებების სამხედრო ადმინისტრაციების ფორმირების შესახებ

უკრაინის კანონის "საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ" შესაბამისად დადგენილია: 

  • ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის დოლმატოვსკაიას სოფლის სამხედრო ადმინისტრაცია;
  • ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის გოლოპრისტანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია;
  • ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის კახოვკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია;
  • ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის კრესტოვსკის სოფლის სამხედრო ადმინისტრაცია.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, მიიღებს ზომებს ხერსონის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაცია უკრაინის კანონის "საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ", ამ დადგენილების 1-ლი მუხლით განსაზღვრული სამხედრო ადმინისტრაციების ფორმირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესაბამისად.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების დღიდან".- აღნიშნულია პრეზიდენტის 9 ნოემბერს გამოქვეყნებულ განკარგულებაში. 


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთუარის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა

რუსული ჯარების მიერ ხერსონის დატოვება მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს სრულ გათავისუფლებას გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ ქალაქი ხერსონი იყო ერთადერთი რეგიონული ცენტრი, რომელიც ომის დაწყების დღიდან რუსეთის სამხედრო კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.

5 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ. დსრ-ს, ე.წ. ლსრ-ს, ოკუპირებული ხერსონისა და ოკუპირებული ზაპოროჟიეს რუსეთთან შეერთების "კანონებს". 

30 სექტემბერს კი, მარიონეტ ლიდერებთან ერთად, ხელი მოაწერა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების "შეთანხმებას", რომლის ფორმალური რატიფიცირებაც შემდეგში ჯერ სახელმწიფო დუმამ მოახდინა, შემდეგ კი ფედერაციულმა საბჭომაც დააკანონა.

კომენტარები