ტრეფიკინგი

მაღაზიაში გასამრჯელოს გარეშე მუშაობას, მოწყალების თხოვნას აიძულებდა - პირს 8 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, 8 წელი მიესაჯა პირს, რომელიც დაზარალებულს მაღაზიაში გასამრჯელოს გარეშე მუშაობასა და მოწყალების თხოვნას აიძულებდა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, შრომითი ექსპლუატაციის მიზნით, ძალადობით და ძალადობის მუქარით, დაზარალებულს მის კუთვნილ მაღაზიაში გასამრჯელოს გარეშე მუშაობას აიძულებდა. ბრალდებული დაზარალებულს ასევე, აიძულებდა მოწყალების თხოვნას, ხოლო ამ გზით მიღებულ თანხას თავად ეუფლებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ტრეფიკინგი) წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა." - წერია უწყების განცხადებაში.

კომენტარები