ევროკავშირი-საქართველო

კალაძე: რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს, მოსახლეობამ კარგად იცის, ვინ არის ივანიშვილი

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ანალოგიური რეზოლუციის მიღება ხდება. ძალიან სამწუხაროა, რომ ხდება მთელი რიგი არასწორი საკითხების ჩაწერა რეზოლუციაში და, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. არანაირი ფასი არ აქვს თავის შინაარსიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ საქართველოში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, რა აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ხალხისთვის - ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ და ამ საქმეების კეთება ბიძინა ივანიშვილს არ დაუწყია გუშინ და გუშინწინ.

შესაბამისად, იმას, რაც არის მოცემული რეზოლუციაში, მე ნამდვილად არ ვეთანხმები ამ ყველაფერს. რაც შეეხება ევროპულ გზას - ჩვენ ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს თუნდაც რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, იგივე, თუნდაც, ის 12-პუნქტიანი დათქმა რაც იყო წარმოდგენილი, ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება შესრულებული და გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება ძალიან სწრაფად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე. გუშინ, 8 ნოემბერს, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში კომპრომისულ ცვლილებებს. როგორც შესწორების დოკუმენტში წერია, ევროპარლამენტი რეკომენდაციას იძლევა, რომ აღმოიფხვრას ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

კომენტარები