ევროკავშირი-საქართველო

ევროპარლამენტი რეკომენდაციას გასცემს, ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენები აღმოიფხვრას

ბიძინა ივანიშვილი

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში კომპრომისულ ცვლილებებს. როგორც შესწორების დოკუმენტში წერია, ევროპარლამენტი რეკომენდაციას იძლევა, რომ აღმოიფხვრას ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

"ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს. საქართველოსთვის ამის გადაწყვეტა აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ევროპარლამენტის რეკომენდაციებით უნდა გადაიჭრას დამოუკიდებელი ინტერესების გადაჭარბებული გავლენა, კერძოდ, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სისტემური გზით, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმებით, ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში". - წერია დოკუმენტში.

დეპუტატებმა 220-მდე ცვლილების ინიციატივა წარადგინეს - მასში მოხვდა ივანიშვილის სანქცირება, მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთოების საკითხი.

საბოლოოდ, დოკუმენტს კენჭისყრაზე 21 ნოემბერს გაიტანენ. 

კომენტარები