რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევის დაბომბვას 6 თვის ორსული ქალი და მისი ქმარი ემსხვერპლნენ

Unian

კიევის დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის არიან 6 თვის ორსული ქალი და მისი ქმარი. 

სამი ადამიანის ცხედარი კორპუსის ნანგრევებში იპოვეს. ინფორმაციას მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. 

"საცხოვრებელ კოსპუსიდან, რომელსაც რუსული დრონები დაესხნენ თავს, სამაშველო და სამძებრო სამუშაოების დროს სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. 

მათ შორის ახალგაზრდა წყვილის - ქმრისა და ცოლის, რომელიც ბავშვს ელოდებოდა. ქალი 6 თვის ორსული იყო". - დაწერა მან.  

17 ოქტომბერს რუსეთმა კიევზე ირანული ე.წ. კამიკაძე დრონებით იერიშები მიიტანა. შევჩენკოს რაიონი რუსეთის სამიზნე იყო 10 ოქტომბერსაც, როდესაც ოკუპანტებმა უკრაინაზე მასობრივი იერიშები მიიტანეს.

კომენტარები