რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა კიევზე იერიშები ე.წ. კამიკაძე დრონებით მიიტანა

17 ოქტომბერს კიევზე იერიშის მიმტანი ირანული დრონის ნარჩენები
UNIAN

17 ოქტომბერს რუსეთმა კიევზე ირანული ე.წ. კამიკაძე დრონებით იერიშები მიიტანა. მთლიანობაში განხორციელდა 5 თავდასხმა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, თავს დაესხნენ ქალაქის ცენტრალურ უბანს, შევჩენკოს რაიონს. 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა დაადასტურა, რომ კიევზე იერიშები ე.წ. კამიკაძე დრონებით განხორციელდა.

შევჩენკოს რაიონი რუსეთის სამიზნე იყო 10 ოქტომბერსაც, როდესაც ოკუპანტებმა უკრაინაზე მასობრივი იერიშები მიიტანეს.

კომენტარები