რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

10 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს 19 ადამიანი ემსხვერპლა, 105 დაშავდა

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს, ორშაბათს უკრაინის მასშტაბით სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა, 105 კი დაშავდა.

თავდასხმების შედეგად კრიტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა 12 რეგიონსა და დედაქალაქში დაზიანდა. გაჩნდა 30-ზე მეტი ხანძრის კერა.

11 ოქტომბრის დილით ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა კიევის, ლვოვის, სუმის, ტერნოპოლისა და ხმელინცკის რამდენიმე რაიონი.

10 ოქტომბრის დილიდან უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. რუსმა ოკუპანტებმა კიევიზაპოროჟიე და სლავიანსკი დაბომბეს.

საერთაშორისო ლიდერებმა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაგმო რუსეთის მიერ განახლებული თავდასხმები და აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას კვლავ გაუწევს დახმარებას თავდაცვისთვის, მათ შორის მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებით.

კომენტარები