ვაკის პარკი

ჯაფარიძე: თუ ვინმეზე უნდა გავბრაზდეთ - საკუთარ თავზე, რომ ესენი გვაზიან 10 წელი

განათლების კომიტეტის დე ფაქტო თავმჯდომარე ყოფილა.

უსისხლო და უსინდისო ნაბიჭვრები.

ოღონდ მათკენ ხელის გაშვერას აზრი არ აქვს, თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა - ჩვენია.

თუ ვინმეზე უნდა გავბრაზდეთ - საკუთარ თავზე, რომ ესენი გვაზიან 10 წელი.

ასე ეხმაურება გიორგი ამილახვრის განცხადებას გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა ვაკის პარკში ჩავარდნილ მოზარდებზე, რომლებსაც დენმა დაარტყათ, თქვა რომ "არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც რეკონსგტრუქცია მიმდინარეობს". ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა, ამილახვარმა კი თავისი განცხადებისთვის ბოდიში მოიხადა.

კომენტარები