ვაკის პარკი

ამილახვარი: რა განცხადებაც გავაკეთე, არის სრულიად მიუღებელი, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას

მინდა მივუსამძიმრო საზოგადოებას და განსაკუთრებით ოჯახს. მცირეწლოვანი ბავშვის ასე ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტზე ჩვენ ყველა მოზიარე ვართ ამ საშინელი ამბის. ბოდიში მინდა მოვუხადო პირველ რიგში გარდაცვლილის სულს, მის ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას. არ აქვს აზრი ახლა იმის ახსნას, თუ რა კონტექსტით გავაკეთე მე ეს განცხადება, დილით რომელიც გავაკეთე. ეს ჩემთვის არის ცხოვრებისეული კრედო, მსგავსი არასდროს არ მიფიქრია, არა თუ პოლიტიკაში ყოფნის დროს, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში და ბუნებრივია, ჩემთვისაც ამ კონტექსტში, ის განცხადება რაც გავაკეთე არის სრულიად მიუღებელი და გულწრფელად, ახლა არ მგონია, ოჯახს იქით ვინმე განიცდიდეს ამ ამბავს, ვიდრე მე, ვინაიდან სრულიად გაუთვითცნობიერებლად, სულ სხვა კონტექტში, ასე იყო კითხვაც დასმული, იქნა ჩემს მიერ გაცემული პასუხი, რაზეც სამწუხაროდ, ამ ფაქტთან დაკავშირებით და გახსნილ შადრევანთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე რა ინფორმაცია მქონდა თუ არ მქონდა, თავად ვგრძნობ პასუხიმგებლობას ამ განცხადებაში და კიდევ ერთხელ, პირველ რიგში ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი და სრულიად თანამოზიარე ვარ ამ დიდი ტრაგედიის. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა, რომელმაც მანამდე ვაკის პარში ჩავარდნილ მოზარდებზე აღნიშნა, რომ  "არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც რეკონსგტრუქცია მიმდინარეობს". 13 წლის მოზარდი გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა - გარდაიცვალა. მეორე მოზარდის მდომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

კომენტარები