რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა 75 რაკეტა ისროლეს, მათგან 41 ჩამოვაგდეთ – უკრაინა

კიევი

უკრაინის შეარაღებული ძალების ინფორმაციით, 10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაუშვა, საჰაერო თავდაცვამ 41 გაანეიტრალა. 

"ტერორისტული ქვეყანა, რუსეთის ფედერაცია, ახორციელებს მა სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატებს.

დილით აგრესორმა 75 რაკეტა გაუშვა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ მათგან 41 გაანეიტრალა.

შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ თანამოქალაქეების დასაცავად. თუმცა, მტრის შეტევა გრძელდება.
ყველას მოვუწოდებ, დარჩეს თავშესაფრებში! " - აღნიშნულია განცხადებაში. 

10 ოქტომბერის დილას უკრაინის დედაქალაქის ცენტრში სულ მცირე 4 აფეთქება მოხდა. შსს-ს ცნობით, პირველადი მონაცემებით 8 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. ღამით რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი დაბომბეს – შედეგად, დაიღუპა 4 ადამიანი. დაშავდა 2 მოქალაქე. რუსმა ოკუპანტებმა ღამით ზაპოროჟიეც დაბომბეს – საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 5 მოქალაქე.  აფეთქებების ხმა ისმის დენპროში, ლვოვში, ხარკოვში. 

კომენტარები