რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა სლავიანსკში ღამით სახლები დაბომბეს – დაიღუპა 4 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი დაბომბეს - შედეგად, დაიღუპა 4 ადამიანი. დაშავდა 2 მოქალაქე. ინფორმაციას სლავიანსკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ლიახი ავრცელებს. 

"ღამით ქალაქის ცენტრალური ნაწილი კიდევ ერთხელ დაბომბეს. დაზიანდა კერძო სახლები. ერთ-ერთ მათგანში ოჯახი ცხოვრობდა. 3 ზრდასრული დაიღუპა, აფეთქების ტალღამ 12 წლის ბიჭი სახლიდან გაისროლა. ბიჭი გადარჩა, ის დაშავებულია და კლინიკაში მკურნალობს. ჯამში, დაბომბვისას 4 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაიჭრა". - თქვა მან. 

რუსმა ოკუპანტებმა ღამით ზაპოროჟიეც დაბომბეს - საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 5 მოქალაქე. ასევე, დღეს, 10 ოქტომბერს, დილით დაიბომბა კიევიც - პირველადი მონაცემებით, არიან დაშავებულები და დაღუპულები. 

კომენტარები