რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა

10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, სულ მცირე, 2 აფეთქება მოხდა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.  კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო Telegram-ზე მომხდარს ადასტურებს. 

"რამდენიმე აფეთქება შევჩენკოვსკის რაიონში - დედაქალაქის ცენტრში. ყველა სერვისი გზაშია. დეტალები მოგვიანებით." - წერს კლიჩკო

უკრაინელი Telegram-არხები წერენ, რომ ერთ-ერთი რაკეტა კიევში გრუშევსკის ძეგლთან, ვლადიმირსკაიას ქუჩაზე დაეცა. მათივე ცნობით, ადგილზე მაშველები მუშაობენ, მოსახლეობა კი მეტროებში თავშესაფრისთვის ჩადის. 

კომენტარები