რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში კორპუსი კვლავ დაბომბეს, დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე კვლავ დაბომბეს. მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

დაშავდა 5 ადამიანი - მათ შორის ერთი ბავშვია. 

ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 

ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე მრავალჯერ დაბომბეს - სექტემბრის ბოლოს ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე შეტევას 30 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 88 კი დაშავდა. 

ზაპოროჟიეში მრავალსართული შენობა 9 ოქტომბერსაც დაიბომბა - შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა, მაშველებმა 21 მოქალაქე გადაარჩინეს. 

კომენტარები