რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: ყირიმის ხიდზე ტერორისტულ თავდასხმას ტერორისტების განადგურებით უნდა ვუპასუხოთ

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, ყირიმის ხიდზე "უკრაინის ტერორისტულ თავდასხმას" რუსეთმა ტერორისტების განადგურებითუნდა უპასუხოს.

"რუსეთის პასუხი ამ დანაშაულზე შეიძლება მხოლოდ ტერორისტების პირდაპირი განადგურება იყოს, ამას ელიან რუსეთის მოქალაქეები". - აღნიშნა მედვედევმა.

მისივე სიტყვებით, ყირიმის ხიდზე მომხდარი თავდასხმა ტერორისტული აქტი და დივერსია იყო.

"ეს იყო ტერორისტული აქტი და დივერსია, რომელიც კიევის კრიმინალურმა რეჟიმმა ჩაიდინა. ამასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არასდროს ყოფილა". - აღნიშნა მედვედევმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყირიმში, ქერჩის ხიდის აფეთქება უკრაინის სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილ ტერორისტულ აქტად შეაფასა.

ყირიმში, ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც უკრაინული მედია UNIAN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ყველაფერი, რაც რუსეთმა მოიპარა, უკრაინას უნდა დაუბრუნდეს და ყირიმის ხიდი მხოლოდ დასაწყისია.

კომენტარები