რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

UNIAN: ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაციაა

როგორც უკრაინული მედია Unian-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო. 

მედიის ინფორმაციით, პირი, რომელმაც მათ ინფორმაცია მიაწოდა, სამართალდამცავ ორგანოში მუშაობს. 

უკრაინის ოფიციალურ უწყებებს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ. შემთხვევას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე გამოეხმაურა. 

ქერჩის ხიდზე აფეთქება დღეს, 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა.  

კომენტარები