რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზახაროვა ყირიმის ხიდზე: კიევის რეჟიმის რეაქცია მათ ტერორისტულ ბუნებაზე მოწმობს

ТАСС

"კიევის რეჟიმის რეაქცია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე მათ ტერორისტულ ბუნებაზე მოწმობს" – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასა და უკრაინის მაღალჩინოსნების გამოხმარებებს.

ყირიმში, ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა.

როგორც უკრაინული მედია UNIAN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ყველაფერი, რაც რუსეთმა მოიპარა, უკრაინას უნდა დაუბრუნდეს და ყირიმის ხიდი მხოლოდ დასაწყისია.

კომენტარები