რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო – გაიდაი

სერგეი გაიდაი

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო. 

"ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლდა რუსული არმიისგან, რუსი დამპყრობლებისგან" - თქვა მან Telegram-ზე გავრცელებულ ვიდეოში. 

გაიდაის თქმით, დამპყრობლებს ესმით, რომ "მათ გაანადგურებენ", ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ ყველა გზის და შენობის დანაღმვას.

"ნუ ააფრინდებით მატარებელს, ნუ ცდილობთ ჩაალაგოთ ნივთები და დაბრუნდეთ. ჩვენ გეტყვით, როდის შეგიძლიათ დაბრუნდეთ და სად წახვიდეთ ზუსტად".- თქვა გაიდაიმ და აღნიშნა, რომ ტერიტორიის გაწმენდაა აუცილებელი. 

პირველ ოქტომბერს, უკრაინამ ლიმანი დაიბრუნა. ქალაქის ცენტში უკრაინის დროშა ფრიალებს. რუსეთმა ლიმანში უკან დახევა აღიარა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯარისკაცებმა "უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე" გადაინაცვლეს.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ განაცხადა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან 1 534 დასახლება გაათავისუფლეს. 

უკრაინის სამხედრო ძალებმა ქვეყნის სამხრეთში, ხერსონის ოლქში 8 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

კომენტარები