დეოლიგარქიზაცია

დეგნანი დეოლიგარქიზაციაზე: რაიმეს აღება საქართველოზე მორგების გარეშე კარგად არ იმუშავებს

დეოლიგარქიზაციის პრობლემა ნებისმიერ ქვეყანაში გულისხმობს არასათანადო გავლენის აღმოფხვრას, შემცირებას პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე. პრობლემაა, როცა ვინმე ფულის საშუალებით ცდილობს გავლენა მოახდინოს ხელისუფლებასა და საზოგადოებაზე. ეს პრობლემა არაა მხოლოდ საქართველოში, მრავალ ქვეყანაშია, მათ შორის, ჩემს ქვეყანაში.

არის ბევრი გზა, რითაც ქვეყნები უმკლავდებიან არასათანადო გავლენას პოლიტიკურ სექტორში. ყველა ქვეყანას სჭირდება, რომ ამ საკითხზე განხილვა მიმდინარეობდეს და მივიდეს საკუთარ გამოსავლამდე. მე პერსონალურად არ ვფიქრობ, რომ რაიმეს აღება თქვენს ქვეყანაზე მორგების გარეშე გარეშე კარგად იმუშავებს, მაგრამ არსებობს ბევრი კარგი მაგალითი, რომლის გამოცდა და მათგან რაღაცის აღება შეიძლება, რაც შესაბამისობაში იქნება საქართველოსთან. საჭიროა არასათანადო გავლენის პრობლემის გამოსაკვეთად მეტი დროის დახარჯვა, ეს გავლენას ახდენს მოსახლეობის პოლიტიკურ ნებაზე. არჩევნებთან მიმართებით ეს აისახება იმაზე, რასაც ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს.

თქვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შემდეგ ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში კანონის მიღებას უკრაინული ანალოგით აპირებენ.

კომენტარები