საქართველო-რუსეთი

"რუსეთის დუმის თავმჯდომარე დაიტროლა" – ვოლოდინი რეალურად სირცხვილიას "დოკუმენტს" გამოეხმაურა

ვიაჩესლავ ვოლოდინი
TASS

დოკუმენტი, რომელზეც რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი საუბრობდა, მოძრაობა სირცხვილიას ყალბი დოკუმენტი გამოდგა.

აქამდე, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს საზღვარზე სთხოვდნენ, რომ რუსეთი ეღიარებინათ აგრესორ ქვეყანად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევად. მისივე მტკიცებით, დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერასაც თითქოსდა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს საზღვარზე სთხოვდნენ, მოითხოვდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების დაგმობას. 

ვოლოდინი, რომელიც სირცხვილიას "დოკუმენტით" მოტყუებული დარჩა, რუსეთის მოქალაქეებს ხელმოწერის შემთხვევაში სასჯელით ემუქრებოდა. 

როგორც აღმოჩნდა, "დოკუმენტი" სირცხვილიას აქტივისტმა შეადგინა და ზემო ლარსის გამშვები პუნქტის ტელეგრამ-არხზე ჩააგდო. დოკუმენტმა დუმის სპიკერამდე მიაღწია.

"რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის მტკიცებით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სთხოვენ მოაწერონ ხელი დოკუმენტს, რომელიც მათგან რუსეთის ოკუპანტად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევად და აგრესორად აღიარებას ითხოვს.

სინამდვილეში, აღნიშნული “დოკუმენტი” შექმნა “სირცხვილიას” აქტივისტმა და გააგზავნა ტელეგრამ ჩატში სახელოწდებით “ზემო ლარსი - ჩატი”. ფორმა სპეციალურად იყო შედგენილი ორთოგრაფიული შეცდომებით და ის რამდენიმე წუთში წაიშალა რუსების ჩატიდან, ჩვენი აქტივისტი კი დაიბლოკა.

დღეს, რუსეთის დუმაში აღნიშნული “დოკუმენტის” საფუძველზე განიხილება საქართველოში შემოსული რუსების მოღალატეებად გამოცხადების საკითხი - რუსეთის დუმის თავმჯდომარე დაიტროლა". – წერს სირცხვილია.

კომენტარები